სისხლიანი დაპირისპირება ყარაჯალაში: მოკლულია 40 წლამდე მამაკაცი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივები მომხდარ მკვლელობას წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირებენ.

 

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik.  თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველი არხი

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
მესტიაში 12 წლის გოგონამ შემთხვევით მამა მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცლსასროლი იარაღიდნ სასიკვდილო ჭრილობები გულ–მკერდის არეში თანასოფლელმა მიაყენა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ,  მოკლული მამაკაცი საქართველოში არ ცხოვრობდა და რამდენიმე დღის წინ, სოფელ ყარაჯალაში დედის სანახავად ჩავიდა. ისინი მომხდარ მკვლელობას წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0