ვინ ესროლა ბოთლი შალვა ნათელაშვილს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე

© Sputnik / Vladimir Umikashviliშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ მას ბოთლი აქციაზე პროვოკატორებმა ესროლეს

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გიორგი მარგველაშვილი საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: კობახიძე – „ეტა რაზ", გახარია – „ეტა დვა"!

ინცინდენტი აქციაზე მაშინ მოხდა, როცა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართავდა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მას ბოთლი პროვოკატორებმა ესროლეს.

„პროვოკატოები ყოველთვის იყვნენ ყველა ეპოქაში, ამაზე ნუ ვინერვიულებთ“, - ინციდენტის შემდეგ განაცხადა ნათელაშვილმა.

საპროტესტო აქციები პარლამენტთან  მეექვსე დღეა მიმდინარეობს  საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება.

21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია - მომიტინგეები გახარიას გადადგომას მოითხოვენ >>

აქციის მონაწილეები ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მანამდე შესრულდა მათი  მოთხოვნები: გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0