05:29 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1283)
124 0 0

ერთ-ერთი ვერსიით, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს, რასაც აფეთქება მოჰყვა

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ბინის აფეთქების დროს  ერთ-ერთი დაშავებული დღეს დილით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აფეთქება ქუთაისში: ცნობილი გახდა ახალი დეტალები >>

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება 18 ივნისს  მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის განცხადებით, გარდაცვლილი ქალი 33 წლისაა. ასევე მძიმეა სახლის დაწვაში ეჭვმიტანილის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში ორი დაშავებული რჩება, ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

ერთ-ერთი ვერსიით, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს, რასაც აფეთქება მოჰყვა.

ერთ-ერთი თვითმხილველი ტაქსის მძღოლის თქმით, ის 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა გააჩერა და ქუთაისში წაყვანა სთხოვა. გზად მამაკაცმა საწვავი შეიძინა და აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში შევიდა. მძღოლი იხსენებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა მას დალოდება სთხოვა და უთხრა, რომ მოგვიანებით გადაუხდიდა. მისი წასვლიდან სამ წუთში აფეთქება მოხდა. მძღოლის მანქანაც დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა. მეზობლები იხსენებენ, რომ აფეთქების მომენტში სახლში იმყოფებოდნენ დედამისი და კიდევ სამი ნათესავი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. 17 წლის ბიჭი ქუთაისის საავადმყოფოში მოათავსეს, ექიმების თქმით, მას ტვინის შერყევა აქვს. ყველა დაშავებულს სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა აქვს.

მეზობლების თქმით, აფეთქებამდე ბინიდან ხმაური და ჩხუბის ხმა ისმოდა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1283)

მთავარი თემები