02:13 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
პროტესტის მესამე დღე

საქართველოს შსს რუს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს იძიებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
130 0 0

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის ორი მუხლით: ძალადობა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუს ჟურნალისტებზე თავდასხმის გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეარხი Imedi.

სტუდენტები აღშფოთებული არიან იმით, რომ სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცათ - ვიდეო >>

გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“ და „ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა“, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებს.

შაბათს, რუსული მედიის მონაცემებით, თბილისში ტელეარხ „როსია 24“-ის გადამღები ჯგუფის წევრების ცემის მცდელობა მოხდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი სტანისლავ ბერნვალდი ინტერვიუს იღებდა ტურისტული სააგენტოს მფლობელებისგან, რა დროსაც მათ რამდენიმე ახალგაზრდა მიუახლოვდა. მათ არხის კორესპონდენტისა და ოპერატორის ცემა სცადეს. 

ჟურნალისტებს ტურისტული სააგენტოს მეპატრონის ქმარი გამოექომაგა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები