ჩხუბი მეტროში - რატომ არ მოეწონათ საყურიანი ბიჭები ზოგიერთებს: ვიდეოკადრები

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტროს სადგური „რუსთაველი"
მეტროს სადგური „რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროში ჩხუბში დამნაშავეებს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს-მ თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ "რუსთაველზე" მომხდარი ჩხუბის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საპატრიარქო: სასულიერო პირებისა და მრევლის აგრესიულ განცხადებებს ვემიჯნებით>>

პოლიციამ უკვე დაკითხა „პირველი არხის“ ჟურნალისტი, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა და მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით შეძლებისდაგვარად, მიმდინარე მოვლენები ჩაიწერა.

მომხდარის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მუსიკოსები, აგრესიის ობიექტი გარეგნობის გამო გახდა. კადრების მიხედვით, ერთ-ერთი დრედებს ატარებდა.

Бизнесмен Леван Васадзе - Sputnik საქართველო
ლევან ვასაძე: მთელი ღამე არ მძინებია, კომბლები სხვენში!

„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება", - ასე უყვიროდა გააფთრებული მამაკაცი ბიჭებს.

მეორე ვერსიით, კონფლიქტი იმის გამო დაიწყო, რომ ახალგაზრდებმა ერთ-ერთი ვაგონის კარები დააკავეს. ამან მგზავრების გაღიზიანება გამოიწვია. შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.

რა მოხდა სინამდვილეში, ამას შსს არკვევს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით – რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობისა და ხულიგონობის მუხლებით. დანაშაული ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0