10:24 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1970)
369 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მშენებელი კომპანია „ამხანაგობა სარაჯიშვილი 5.ბ" სამუშაოების არასათანადოდ შესრულების გამო რამდენჯერმე არის დაჯარიმებული.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. დედაქალაქში მოსული ძლიერი ნალექის შედეგად ვაშლიჯვარში, პეტრე სარაჯიშვილის N5-ში მდებარე 8-სართულიანი კორპუსის საყრდენი კედელი ჩამოიშალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საყრდენი კედლის ჩამონგრევის გამო ადგილობრივ მცხოვრებთა ევაკუაცია დაიწყო. საფრთხე ერთ ოჯახს ემუქრება, ამიტომ, საბურთალოს გამგეობის გადაწყვეტილებით, ისინი დროებით საცხოვრებელში გადაჰყავთ.

მომხდარის შედეგად ჩამოშლილია მიწა და ჩამსხვრეულია სახლის მინები. ადგილობრივები მიზეზად კორპუსში უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს და სანიაღვრე სისტემის არარსებობას ასახელებენ.

ადგილზე ამ წუთებში საბურთალოს გამგებელი და მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებსაც ელოდებიან და მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, უსაფრთხოა თუ არა რვასართულიან კორპუსში ცხოვრება.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მშენებელი კომპანია „ამხანაგობა სარაჯიშვილი 5.ბ" სამუშაოების არასათანადოდ შესრულების გამო რამდენჯერმე არის დაჯარიმებული.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1970)

მთავარი თემები