სტიქია კახეთში: ძლიერმა ქარმა გურჯაანში სახლებს სახურავები გადახადა

© Sputnik / STRINGERქარიშხალი ქუთაისში
ქარიშხალი ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალური კომისია ადგილზე შეისწავლის ზარალს და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. გუშინ, საღამოს სტიაქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა, აღნიშნულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ცნობით, ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა სოფელ ვაზისუბანში; სოფელ კალაურსა და ვაჩნაძიანში რამდენიმე კერძო სახლს სახურავი მოხადა; დაზიანდა სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის და ვაზისუბნის საბავშვო ბაღის სახურავებიც.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ზარალს და ამის საფუძველზე გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ყველა ახალი ამბავი
0