გარდაბნის რაიონში რვა თვის ორსული ქალი გარდაიცვალა: ოჯახი ექიმს ადანაშაულებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადამაშაულებენ და მათი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. გარდაბნის რაიონში 33 წლის ორსული სამირა იუსუბოვა გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ ნაზარლოს მკვიდრი იყო.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, რვა თვის ორსული გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა და გარდაბნის კლინიკაში, ე.წ. ემერჯენსის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მედიკამენტი დაალევინეს და სახლში გაუშვეს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გურჯაანის საავადმყოფოს მესამე სართულიდან 78 წლის პაციენტი გადახტა

თუმცა, ორსული ქალი მოგვიანებით კვლავ შეუძლოდ გახდა, მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა და იმავე კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები იხსენებენ, საავადმყოფოში უთხრეს, რომ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო და პაციენტის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

ისინი მომხდარში ექიმებს ადამაშაულებენ, პასუხისმგებელ პირთან შეხვედრას, გარდაცვალების მიზეზების გარკვევას და დამნაშავეების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ. თუმცა, ჯერ მათ არავინ შეხვედრიათ.

როგორც კლინიკის მორიგე გინეკოლოგმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო და დაიღუპა, სხვა კომენტარი კლინიკაში არ გაუკეთებიათ.

ხონში ფსიქიატრიულის პაციენტის გარდაცვალება - უბედური შემთხვევა თუ ძალადობა >>

გარდაცვლილი კლინიკიდან სახლში გადაასვენეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0