რუსთავში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. რუსთავის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 35 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости–Грузия საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

სწრაფი კვების ჯიხურში მამაკაცი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ცულით მოკლეს>>

„სიკვდილის მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა", – განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა", რაც ისჯება სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0