სისხლიანი დაპირისპირება ხაშურში: რატომ დაჭრა ძმამ დის მეგობარი მამაკაცი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე დაკავებულია

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ხაშურში „ხაშურსერვისის" თანამშრომელი დიმიტრი ზავარიანი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ქართლი".

შემთხვევა ცხოველთა თავშესაფრის გვერდით არსებულ საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც მამაკაცი მეგობარი ქალის ოჯახში სტუმრად მივიდა.

პატრული - Sputnik საქართველო
აგარაში მამაკაცმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მეზობელი მოკლა, ხოლო ცოლი დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დაუპირისპირდა ოჯახის სხვა წევრებსაც. კონფლიქტის დროს ზავარიანი ქალის ძმამ ცივი იარაღით დაჭრა.

„შემთხვევა საღამოს, არასამუშაო საათებში მოხდა. ვიცი, რომ ჩვენი თანამშრომელი დაჭრილია მუცლის ღრუში და ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს,"- განაცხადა „ხაშურსერვისის" ხელმძღვანელმა ნუკრი ცხოვრებაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0