სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი დააკავეს

CC BY 2.0 / meesh / barring freedomციხის დერეფანი
ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არკადი ძავაშვილი გარდაცვლილი 4 გოგონას ხუთი წლის ძმის ცემის ფაქტზე დააკავეს

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის მეუღლე არკადი ძავაშვილი დააკავეს, იუწყება პირველი არხი საქართველოს გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.

ოთხი წლის გარდაცვლილი გოგონას დედას პატიმრობა შეეფარდა >>

როგორც სამართალდამცავ ორგანოში განმარტავენ, ძავაშვილი რამდენიმე კვირის წინ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არკადი ძავაშვილი გარდაცვლილი მცირეწლოვნის მამინაცვალია.

საკანი - Sputnik საქართველო
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დედას ბრალი დაუმძიმდა

ოთხი წლის გოგონა სანზონაში მიმდინარე წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. მას ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას დედა და მამინაცვალი ხშირად სცემდნენ. ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის დროს კი, 6 იანვარს ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, რომლის მიხედვით, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით „გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენება, რამაც სიკვდილი გამოიწვია“.

ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე ამ დრომდე დაკავებულია ლელა ქსოვრელი, რომელიც შვილის გარდაცვალების დღეს, 22 თებერვალს დააპატიმრეს. მიზეზი კი შემაკავებელი ორდერის დარღვევა გახდა.

როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ქსოვრელმა 21-22 თებერვლის პერიოდში საკუთარ ქალიშვილს თავის არეში ბლაგვი საგნით რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
შემზარავი სტატისტიკა: საქართველოში თითქმის ყოველდღე თვითმკვლელობა ხდება

ქსოვრელს ბრალი წარედგინა მუხლით „ოჯახური დანაშაული, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა" და ის სასამართლო განაჩენის გამოტანამდე საპატიმროში მოათავსეს.

შემდგომში ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც არასრულწლოვანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ეჭვიანობის ნიადაგზე, მამაკაცმა ცოლს 13, ხოლო მეზობელს 16 ჭრილობა მიაყენა >>

ლელა ქსოვრელის დაკავების შემდეგ, გამოძიება ასევე დაიწყო გარდაცვლილი გოგონას ხუთი წლის ძმის ლ.ქ-ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. ქსოვრელის მეუღლე უარყოფდა ძალადობას, როგორც გარდაცვლილის, ასევე მეორე ბავშვის მიმართ, თავად ქსოვრელი კი, არც ერთ ეტაპზე ბრალს არ აღიარებდა. ბავშვის გარდაცვალებას ისინი უბედურ შემთხვევას უწოდებდნენ. ქსოვრელის მეუღლე ამბობდა, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მისი ტირილის ხმა კი მეზობლებს ბანაობის დროს ესმოდათ. სწორედ ცალკე წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოხდა ქსოვრელის მეუღლის არკადი ძავაშვილის დაკავება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

ყველა ახალი ამბავი
0