16:03 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1349)
208 0 0

მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისის გასასვლელთან, მცხეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა.

დაშავებულები 17 წლის ახალგაზრდები არიან. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ისინი კლინიკაში მრავლობითი დაბეჟილობებით შეიყვანეს. ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობას განაგრძობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1349)

მთავარი თემები