16:34 20 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
სხდომათა დარბაზი

ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

© photo: Supreme Court of Georgia / FB
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (307)
106 0 0

გოგონას ოჯახი მისი გაუპატიურებისთვის ბრალდებული 40 წლის ნათესავი მამაკაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულ 40 წლის მამაკაცს ყვარლის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

16 წლის გოგოს ოჯახი მოძალადის უმკაცრესაც დასჯას ითხოვს - კაცის ცოლ-შვილმა სოფელი დატოვა >>

ბრალდებულის ადვოკატმა, ზურაბ ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

„ახლა გადმომეცა ბრალდების მასალები და ჯერ არ გავცნობივარ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მქონდა კომუნიკაცია. რა შინაარსის საუბარი იყო ჩვენს შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ დეტალებისგან“, – განაცხადა ადვოკატმა.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1979 წელს დაბადებული ი.ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით სოფელ კაბალში გუშინ საღამოს დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული გოგონას ნათესავია.

გოგონა ჰყვება, რომ ძალადობის შემთხვევა მისი კლასელის სახლში მოხდა, მოძალადე კი მისი კლასელის მამაა. კლასელმა სთხოვა, რადგან დედა სახლში არ იყო, მასთან დარჩენილიყო, ღამით კი მამამისი მასთან მივიდა, პირზე ხელი დააფარა და გააუპატიურა. მერე დაემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვა. შედეგად გოგო დაფეხმძიმდა, მან ბავშვი მიმდინარე წლის მაისში გააჩინა, მანამდე კი, როგორც თავად გოგო და მისი ოჯახი ამბობს, ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა. შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ი. ბ. ახლადდაბადებული ბავშვის მამაა.

ნათესავების ინფორმაციით, მოძალადესთან ცხოვრებაზე უარი განაცხადა მისმა ცოლმა, რომელმაც სახლი დატოვა და შვილებთან ერთად, საკუთარ სოფელში გაემგზავრა.

ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი – 16 წლის გოგო ნათესავმა გააუპატიურა >>

გოგონას ოჯახი მისი გაუპატიურებისთვის ბრალდებული 40 წლის ნათესავი მამაკაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (307)

მთავარი თემები