04:31 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1051)
13602

დაკავებული ბრალდებულია თბილისში ორ ადამიანზე თავდასხმაში

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ხარაგაულის რაიონის სოფელ ღვერკში დააკავეს ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე ზიანის მიყენებაში ბრალდებული პირი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიღმის მასივში 1997 წელს დაბადებულმა უ.გ.-მ, ურთიერთობების გამორკვევისას ცივი იარაღით დაჭრა 1998 წელს დაბადებული ე.გ. და 2001 წელს დაბადებული მ.მ, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ბრალდებული შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით, რაც ცხრიდან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1051)

მთავარი თემები