19:48 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
საპატრულო პოლიცია

გარდაბანში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (620)
173 0 0

გარდაბანში ხანდაზმული ცოლ-ქმრის მკვლელებმა კარზე დატოვეს წარწერა :„ედიკ, გელოდებით“

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. შსს იძიებს 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმრის მკვლელობას, რომლის დეტალებზე გარდაცვლილთა ნათესავებმა მედია-საშუალებებს უამბეს.

შურისძიების გამო მოკლული პენსიონერი - ბრალდებული დაკავებულია >>

მკვლელობა გარდაბანში გასულ ღამეს მოხდა.

„დაღუპულები არიან ცოლ-ქმარი, რომლებიც 85 წლამდე ასაკის იყვნენ. მკვლელობის დროს ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა.

მოკლულების მეზობლებმა განაცხადეს, რომ მამაკაცი საპირფარეშოშია მოკლული, მისი მეუღლე კი სააბაზანოში. მეზობლების ვარაუდით, დანაშაული შურისძიების მიზნით არის ჩადენილი, რადგან კარზე დატოვებულია წარწერა - „ედიკ, გელოდებით“. ამასთან, ძვირადღირებული ნივთები ხელუხლებელი დარჩა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ედიკი - გარდაცვლილი პენსიონრების ვაჟია.

მოკლული მამაკაცის დამ განაცხადა, რომ მისი ძმისშვილები მოსკოვში ცხოვრობენ. ის ვარაუდობს, რომ ცხედრები დასახიჩრებულია და სწორედ ამიტომ არ აჩვენეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით - „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“, რაც სასჯელის სახით 11-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, დამამძიმებელი გარემოების სახის მიხედვით.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (620)

მთავარი თემები