ხანძარი ლილოს ბაზრობაზე: ბაზრობის დირექტორს დივერსიისა არ სჯერა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოვაჭრეებს დღეს დილიდან ხანძარს გადარჩენილი პროდუქცია საწყობებში გადააქვთ.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. შპს „ლილო სითის“ მფლობელი ლაურა ღაჭავა, წუხელ ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით აცხადებს, რომ არ სჯერა დივერსიის და არ იცის, ვინ გაავრცელა ამის თაობაზე ინფორმაცია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მისი თქმით, ბაზრობის ყველა მაღაზია დაზღვეული იყო.

როგორ აქრობდნენ ხანძარს ლილოს ბაზრობაზე - ვიდეო - Sputnik საქართველო
როგორ აქრობდნენ ხანძარს ლილოს ბაზრობაზე - ვიდეო

ლილოში, დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე დილიდან მოვაჭრეები შეიკრიბნენ, მათ ხანძარს გადარჩენილი პროდუქცია საწყობებში გადააქვთ. მოვაჭრეებს ზარალის ოდენობაზე საუბარი ჯერჯერობით უჭირთ. იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიცია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით პერიმეტრს აკონტროლებს. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზიც.

ხანძარი „ჩინელების ბაზრობაზე" წუხელ, დაახლოებით 23:00 საათისთვის გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა მეხანძრე-მაშველების 20 ბრიგადა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა.

ყველა ახალი ამბავი
0