„მკვლელი ნიკა“ - ბათუმელი გოგოს თვითმკვლელობაში ოჯახი მის შეყვარებულს ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Seyran Baroyanპატრული
პატრული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში, 18 წლის თამარ მოდებაძემ თავი ჩამოიხრჩო. მშობლები შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მის შეყვარებულს ადანაშაულებენ.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ბათუმში, 18 წლის თამარ მოდებაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. Imedinews-ის ინფორმაციით, მშობლები შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მის შეყვარებულს ადანაშაულებენ და ახალგაზრდის დაკავებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ და მიცვალებულს არ დაკრძალავენ. 

სასწრაფო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო
სუიციდის ფაქტი თბილისში – ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა

18 წლის თამარ მოდებაძემ თავი ორი დღის წინ ჩამოიხრჩო. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ ეტაპზე გამოკითხვები მიმდინარეობს

მშობლების განცხადებით, გარდაცვალებამდე გოგომ დატოვა წარწერა- „მკვლელი ნიკა“, რომელიც შეყვარებულის მიმართ იყო დაწერილი. მშობლები ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი კონფლიქტი გახდა, რომელიც შეყვარებულებს ერთი დღით ადრე მოუვიდათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0