ლილოში „ჩინელების ბაზრობა“ იწვის

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი სავაჭრო პავილიონებს უკიდია

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. ლილოში „ჩინელების ბაზრობა“ იწვის, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი სავაჭრო პავილიონებს უკიდია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი უკვე 50 მაღაზიას მოედო. მაღაზიების მფლობელები საქონლის გადარჩენას ცდილობენ.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე ამჟამად 14 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ლილოს ბაზრობისკენ მისასვლელი გზა გადაკეტილია, მასზე მხოლოდ სპეცტექნიკა გადაადგილდება.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0