ავლაბარში ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა

© Sputnik / Denis Aslanovმეხანძრეები
მეხანძრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ავლაბრის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ნასაკირალის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ქობულეთში მამაკაცი საკუთარ სახლში ხანძარს ემსხვერპლა

ავლაბარში კერძო სახლი იწვის>>>

წინასწარი ინფორმაციით, ნასაკირალის N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში წყლის გამათბობელს ცეცხლი გაუჩნდა და ხანძარი იქვე მდებარე ორ სახლზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად სამი სახლი დაიწვა.

„შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო 15 სახანძრო მანქანა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დაადგენენ, რა გახდა ხანძრის მიზეზი. ხანძარი ლოკალიზებულია", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0