19:29 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
სარემონტო სამუშაოები

ზურაბ ჟვანიას მოედანზე წყლის მილი ისევ დაზიანდა

© Sputnik / Alex Shlamov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (463)
96 0 0

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ზურაბ ჟვანიას მოედანზე წყლის მილი კვლავ დაზიანდა, რის გამოც მოედანი ისევ დაიტბორა, იუწყება ქართული მასმედია.

ამ დროისთვის მგალობლიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

„მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მომენტალურად დაიკეტა. წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლის შემდეგ ოპერატიულად დაიწყება ტექნიკური სამუშაოები მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად", – ნათქვამია წყლის გამანაწილებელ კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) განცხადებაში.

ამ დროისთვის ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეზღუდული აქვთ იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს.

„დღის განმავლობაში მოსახლეობას წყლით ცისტერნებით მოვამარაგებთ", – აღნიშნავენ GWP-ში.

მგალობლიშვილისა და ონიაშვილის ქუჩების კვეთაზე წყლის მილი პირველად ორშაბათს, 3 ივნისს, ღამით გასკდა. ავარია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ჩავარდა გრუნტი და გზის სავალ ნაწილზე მყოფი რამდენიმე ავტომობილი მიწის ქვეშ აღმოჩნდა. გარდა ამისა, დაიტბორა სახლების პირველი სართულები, გარაჟები.

კომპანია Georgian Water and Power-მა (GWP) ზურაბ ჟვანიას მოედანზე წყლის ცენტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები გუშინ დაასრულა.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (463)

მთავარი თემები