მსხვილფეხა პირუტყვის მოპარვისთვის სამი ახალგაზრდა დააკავეს

© photo: Sputnikძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, იუწყება პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

პლიაჟი - Sputnik საქართველო
სად დავუმალოთ პლაჟზე პირადი ნივთები ქურდს – მარტივი რჩევები ვიდეოში

უწყების ცნობით, დაკავებულთა ასაკი 19-დან 21 წლამდე მერყეობს.

უწყების ცნობით,  ბრალდებულებმა ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს მსხვილფეხა პირუტყვი მოჰპარეს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალი საქონლის რეალიზაციას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0