მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მიხეილ კალანდია დააკავეს

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზე ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა დღეს მიხეილ კალანდია დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზე ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.

საუბარია ორი მოსწავლის – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე, რომლებიც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი გახდნენ.

სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელი დაადგინა>>>

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმეა და ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში. ის ორივე ინსტანციის სასამართლომ არაერთხელ შეცვლილი ჩვენების გამო არასანდო მოწმედ ცნო.

გუშინ სააპელაციო სასამართლომ სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო გ.ჯ. რაც შეეხება ასევე არასრულწლოვან გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების სარჩელი არ დააკმაყოფილა და ის სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

ტრაგედიის ისტორია

საქმეში ფიგურირებდა ორი არასრულწლოვანი. ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე – დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. სარალიძის მკვლელის ვინაობა აქამდე უცნობი იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია ხორავას საქმეზე: სანამ მშობლები არ ჩათვლიან, რომ სამართალი დადგა...

განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა – ბრალდების მხარემ, რომელიც სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მკვლელობაში ბრალდებულად აღიარებას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულები უდანაშაულო არიან.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს დაკავებული გ.ბ. დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს, სასამართლომ იგი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ და 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა ის, რომ ბრალდების მხარეს არასაკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა.

იმ პერიოდიდან დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე გაშლილია კარვები.

მოზარდების მკვლელობის საქმე: მირზა სუბელიანი დამნაშავედ ცნეს>>>

დავით სარალიძის მამის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მისი ვერსია იმის შესახებ, რომ საქმეში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ პროკურატურა თვეების განმავლობაში მის განცხადებას უგულებელყოფდა.

მირზა სუბელიანი - Sputnik საქართველო
მირზა სუბელიანის ვენდეტა

საპროტესტო აქცია რაღაც დროით შეწყდა, ვიდრე საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობდა. თუმცა, იმის გამო, რომ კომისიის წევრებმა – ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა – ვერ მოახერხეს საქმის მასალების შესწავლასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება, ზაზა სარალიძე კვლავ ქუჩაში გამოვიდა.

აჟიოტაჟის ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დააკავეს არასრულწლოვანი დ.ღ. და კიდევ ორი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი დააკავეს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ასევე იყო სისხლიანი გარჩევის მონაწილე.

დღემდე დავით სარალიძის მამა თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას აგრძელებდა და თავისი შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვდა.

ყველა ახალი ამბავი
0