07:46 21 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0515
  • 100 RUB4.4316
  • USD2.8265
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (796)
20502

დაშავებული წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. კახეთში 36 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

დანაშაულში ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარია.

გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მამაკაცს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ, ქვით აქვს მიყენებული.

დაპირისპირების დროს მოკლულიც და მისი მეგობარიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

დაშავებული წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (796)

მთავარი თემები