ბათუმის ყოფილ მერს და სხვა მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდა

CC BY 2.0 / meesh / barring freedomციხის დერეფანი
ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებას დარბაზში უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვსა და მასთან ერთად ბრალდებულ კიდევ ექვს ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს შაბათს საღამოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
„თანამდებობა არ არის პრივილეგია" – აჭარის მთავრობის მეთაური ჩინოვნიკების დაკავებაზე

მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებას დარბაზში უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. ბრალდებულების ახლობლები სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებად მისთვის გირაოს შეფარდება სთხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„ვთანამშრომლობდი და მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან, არავინ არ აპირებს ქალაქიდან წასვლას. ჩემი თავი ამ წუთას არ მადარდებს, ვდარდობ ჩემს ოჯახს. ვითხოვ, აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ზომა გირაოთი შეიცვალოს”,- განაცხადა სასამართლოზე ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა.

სამართალდამცველებმა ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვი და ბათუმის მთავრობისა და მერიის მოქმედი ექვსი მაღალჩინოსანი 30 მაისს დააკავეს. მათ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და დაახლოებით 1,4 მლნ ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

ბათუმის მერია - Sputnik საქართველო
ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს: დაკავებულია ვიცე-მერი და ექს-მერი

დაკავებულთა შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი; განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე; ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე; ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე; ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე; ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს" უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში.

საქმე ეხება ტენდერს, რომელიც 2015 წელს ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით ჩატარდა. ყველა დაკავებული იმ პერიოდში ბათუმის მერიაში მუშაობდა და აღნიშნული კომისიის წევრები იყვნენ.

ყველა ახალი ამბავი
0