ზესტაფონში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

გამოწერა
ჩადენილი დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ზესტაფონში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის" შემცველი ფხვნილი ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0