21:51 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1969)
25510

აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა თბილისში ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში  მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“.

აფეთქება დღეს საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისის” ინფორმაციით, მიზეზი, სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.

„აფეთქების შესახებ  კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 საათზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებმაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ყაზტრანსგაზ – თბილისი“ მოუწოდებს მოსახლეობას, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და უყურადღებოდ.

საქართველოში მოსახლეობის მხრიდან ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური თბილისში ბოლო თვეებში ადამიანების დაღუპვის ფაქტების შემდეგ გახდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: გაზდანადგარებზე პასუხს თავად ბინების მფლობელები აგებენ>>

იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. 31 იანვარს კი ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში 2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვას 86 ადამიანი ემსხვერპლა, მოწამლულთა რიცხვი კი 285-ს შეადგენს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1969)

მთავარი თემები