19:18 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1122)
125 0 0

უკრაინელმა მესაზღვრეებმა სამუშია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია უკრაინაში დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

სამუშია საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, რომელსაც საქართველოში ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება ედება ბრალად, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ ექს–ჩინოვნიკები წამების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა>>>

სამუშია, როგორც ბრალდებული, 2015 წელს დააკავეს. გამოძიების ცნობით, 2012 წლის 28 ივნისს სამუშიამ ზუგდიდში ამ დროისთვის დაუდგენელ ორ პირთან ერთად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს. იგი ძალის გამოყენებით ჩასვა სამსახურებრივ ავტომობილში, თავზე ტომარა ჩამოაცვა და თბილისში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადმოიყვანა. იქ კობერიძეს აწამებდნენ და მისგან ტერაქტის მომზადების აღიარებას ითხოვდნენ.

სამუშიასთან ერთად ამ საქმეში ფიგურირებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა.

რაც შეეხება სამუშიას, იგი ბრალს არ აღიარებს. მოგვიანებით, 2017 წლის ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის სანაცვლოდ მას 15 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ტელეკომპანიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშიას დოკუმენტები არ ჰქონდა, ის ქვეყნის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდა. ბოლოს იგი ბელგიის ქალაქ ლიეჟში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე გამოჩნდა. გენერალური პროკურატურა უკრაინული მხარისთვის სამუშიას ექსტრადიციის თხოვნით აპირებს მიმართვას.

„საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურა შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში მიმართავს უკრაინის გენერალურ პროკურატურას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე", – განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა.

ადრე საფრანგეთმა სამუშიას პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ იგი ესპანეთში გაემგზავრა, საიდანაც უკრაინაში ჩავიდა, სადაც უკრაინელმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს კიდეც. ახლობლების სიტყვებით, სამუშიამ ქვეყანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1122)

მთავარი თემები