ძალადობა არასრულწლოვანზე – ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავად ქოჩიშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ პროკურატურა მასმედიის ზეწოლის ქვეშაა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ დეტექტივ-გამომძიებელს კონსტანტინე ქოჩიშვილს, რომელსაც ბოლნისში არასრულწლოვანზე ძალადობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საუბარი ეხება ინციდენტს, რომელიც მარტის დასაწყისში მოხდა. დაზარალებულის განცხადებით, როდესაც ის სკოლიდან გამოვიდა, ორმა პოლიციელმა იგი ქურდობის ბრალდებით დააკავა. მოსწავლის თქმით, მას შემდეგ, რაც ის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, გასაღებებით, ბოთლებით, ქამრით სცემეს და ხელი მოსტეხეს, ასევე გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
აფურთხებდა და სცემდა მოსწავლეს – რაში ადანაშაულებს პროკურორი პოლიციელს

პროკურატურის ვერსიით, მოზარდს სახეში აფურთხებდნენ, ურტყამდნენ სახეში, ასევე მუცელში ჩაარტყეს ფეხი, რის შედეგადაც მოზარდი სკამიდან გადავარდა და ხელი მოიტეხა.

თავად ქოჩიშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ პროკურატურა მასმედიის ზეწოლის ქვეშაა, რომლებიც პოლიციის დისკრედიტაციას ეწევიან.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ და ზ ქვეპუნქტებით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ან/და დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ ჩადენილი წამება).

დაკავებულს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0