აჭარაში დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალს ხვალ წარუდგენენ

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა მაღალჩინოსნებმა 1 370 076 ლარის თანხა გაფლანგეს

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. აჭარაში დაკავებულ მოქმედ და ყოფილ შვიდ მაღალჩინოსანს ბრალს ხვალ წარუდგენენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 7 მაღალჩინოსანი დააკავეს.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, გაიფლანგა დიდი ოდენობით - 1 370 076 ლარის თანხა, რითაც მუნიციპალიტეტს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

ბათუმის მერია - Sputnik საქართველო
ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს: დაკავებულია ვიცე-მერი და ექს-მერი

დაკავებულთა შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი; განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბაგრატ მანველიძე; ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე; ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე; ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი, ეგარსლან ლომაძე; ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხინთიბიძე; ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი, ბექა ხალვაში.

ტელეკომპანიის ცნობით, საქმე ეხება პროექტ „იაფი სახლის“ განხორციელებას. პროკურატურის ცნობით, ბათუმის მერიის მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა ტენდერში ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას უკანონოდ გაამარჯვებინეს. ამ კომპანიას ავანსი ჩაერიცხა, თუმცა არაფერი აშენებულა.

ყველა ახალი ამბავი
0