შემდეგში უფრო ორგანიზებულად ვიმოქმედებ – ადვოკატმა თავის დაწვა სცადა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა ადვოკატმა ზურაბ ბეიტრიშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის შენობასთან ადვოკატმა ცოტა ხნის წინ თავის დაწვა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ Rustavi 2 ავრცელებს.

უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ თბილისში მიმდინარე მშენებლობების საქმეს პროკურატურა არ იძიებს. ადვოკატი აცხადებს, რომ შემდეგ აქციაზე, რომელიც 31 მაისს იგეგმება, უფრო ორგანიზებულად იმოქმედებს.

"ეს ეხება ჩემ მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, სადაც გამოძიებას უნდა, რომ მე მცნოს დამნაშავედ. ნამდვილი დამნაშავე არის ის ადამიანი, ვინც მე თავს დამესხა – ნუგზარ არაბიძე, რომელიც აშენებს უკანონო მშენებლობას. 31 მაისს ვატარებთ აქციას, მაშინ მაინც გამომივა!" – აცხადებს ადვოკატი ზურაბ ბეიტრიშვილი. 

პროკურატურასთან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0