სიღნაღის რაიონში საბავშვო ბაღის შენობაში ჭერი ჩამოინგრა

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო
არ გადაკვეთო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეჩერებულია.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქცია ჩამოინგრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კლასი - Sputnik საქართველო
ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა

ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა და შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ამ დროისთვის საბავშვო ბაღში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი შეჩერებულია.

ქვემო მაჩხაანის ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია სამი წლის წინ ჩაუტარდა. სარემონტო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

ყველა ახალი ამბავი
0