მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრაგედია დასვენების ნაცვლად – ესპანეთში ხუთი წლის ქართველი გოგონა დაიხრჩო

© AP Photo / Manu Fernandezზღვა
ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამამ წყლიდან ორი შვილის გამოყვანა შეძლო, მესამე კი ძლიერმა ტალღამ გაიტაცა.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ესპანეთში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება ტრაგედიით დასრულდა – ზღვაში მცირეწლოვანი გოგონა დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მამა შვილებთან ერთად ზღვაში ცურავდა. როდესაც დიდი ტალღა წამოვიდა, მამამ წყლიდან ორი ბავშვის გამოყვანა შეძლო, მესამე კი, ხუთი წლის გოგონა, ზღვის ტალღებმა გაიტაცა.

მაშველებმა გოგონა მალევე იპოვეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის დაღუპულის ოჯახთან ფსიქოლოგები მუშაობენ. საქართველოს საკონსულო მათთან კავშირში იმყოფება.

 

ყველა ახალი ამბავი
0