18:54 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1789)
140 0 0

გარდაცვლილი მამაკაცი ამ სახლში მარტო ცხოვრობდა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ქობულეთში საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა 60 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცეცხლი თამარ მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დაახლოებით დილის 4 საათზე გაჩნდა. 

გარდაცვლილი მამაკაცი ამ სახლში მარტო ცხოვრობდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი დაუდევრობაა, ცეცხლის აალება შესაძლოა ცუდად ჩამქრალი სიგარეტის ნამწვისგან მომხდარიყო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და გადაუდებელი დახმარების სამსახურები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 187-მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება, ან განადგურებას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1789)

მთავარი თემები