09:41 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (984)
145 0 0

პროკურორმა ბოლნისში მომხდარი მოზარდის ცემის საქმის დეტალების შესახებ ისაუბრა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი კონსტანტინე ქოჩიშვილი ბოლნისში არასრულწლოვანის ცემის ბრალდებით მარტის დასაწყისში დააკავეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2 საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით.

"სახლიდან წაიყვანეს და სცემეს" – ოჯახი მამაკაცის გარდაცვალებაში პოლიციას ადანაშაულებს >>

მოზარდის განცხადებით, როდესაც ის სკოლიდან გამოვიდა, ორმა პოლიციელმა ის ქურდობის ბრალდებით დააკავა. მოსწავლის თქმით, მას შემდეგ, რაც ის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, გასაღებებით, ბოთლებით, ქამრით სცემეს და ხელი მოსტეხეს, ასევე გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

ტელეარხის მონაცემებით, აღიარების შემდეგ მოზარდი გაათავისუფლეს. თავიდან ის ბოლნისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით – თბილისის ჰოსპიტალში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

„ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილმა დეტექტივ-გამომძიებელმა კ.ქ.-მ ბოლნისის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მიაყენა არასრულწლოვან თ.ა.-ს. კერძოდ, მას დაუწყო ფურთხება, სახეში ხელების რტყმა, ასევე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგადაც არასრულწლოვანი თ.ა. გადაყირავდა სკამიდან და მოიტეხა ხელი“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ლაზარაშვილმა.

კონსტანტინე ქოჩიშვილის დაცვის მხარეს მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ და ზ ქვეპუნქტებით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ ჩადენილი წამება). ქოჩიშვილს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (984)

მთავარი თემები