10:11 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
42310

გადაცემა "პოლიციის ფაილების" მომდევნო სიუჟეტი კარგად ორგანიზებულ გატაცებას ეხება.

გადაცემის სტუმარი მძევალია, რომელიც გატაცების დეტალებზე ჰყვება. იხსენებს, როგორ დაიწყო სასიყვარულო მიმოწერით და როგორ აღმოჩნდა ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული გატაცების გეგმა. 

მძევალი იხსენებს, როგორ გაიტაცა სახლიდან ორმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მისი გათავისუფლების ოპერაცია დაგეგმეს. 

"შენს შვილს ამოვაძრობთ გულს, თუ 3 მილიონს არ მოიტანო..." – ასე ემუქრებოდნენ გატაცებულის მამას.

საქმე 2018 წლის 24 ოქტომბრის სპეცოპერაციას ეხება, როდესაც წყალტუბოში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად გატაცებული ბიზნესმენის ამირან დეკანოიძის 25 წლის შვილი გაათავისუფლა. 25 წლის მამაკაცს თავს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დაესხნენ და თბილისიდან, ჭავჭავაძის გამზირიდან გაიტაცეს. პოლიციამ გატაცებულ გიორგი დეკანოიძეს წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში მიაკვლია.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 10 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ქალია. ცნობილი გახდა ისიც, რომ ქალი მეუღლესთან ერთად მოსკოვიდან გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. ადვოკატმა დაადასტურა ისიც, რომ დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულია მათი შვილი ნიკა ქავთარაძე, რომელიც პოლიციამ თბილისში აიყვანა. მისი უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ქავთარაძეს დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავეთა აყვანის სპეცოპერაცია წყალტუბოსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი თემები