თელავში ავტოავარიამ 30 წლამდე მამაკაცი იმსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეჯახების შედეგად დაშავდა Toyota-ს მძღოლიც, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

112 - Sputnik საქართველო
შემზარავი ტრაგედია სუფსაში: ავარიას ოთხი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, აღმაშენებლისა და სულხანიშვილის ქუჩების კვეთაზე ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, Toyota-ს და Infiniti-ს მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა და გაჩერებაზე მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შეჯახების შედეგად დაშავდა Toyota-ს მძღოლიც, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0