ზესტაფონში საქართველოს რკინიგზის ორ თანამშრომელს რელსები დაეცა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთ დაშავებულს, შესაძლოა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს

თბილისი, 27 მაისი -  Sputnik. ზესტაფონში  სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს რკინიგზის ორმა თანამშრომელმა სხეულის დაზიანებები მიიღო, აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა დღეს მოხდა. უწყების ცნობით, სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ დაზიანებები სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად მიიღეს.

შახტა - Sputnik საქართველო
ტრაგედია ტყიბულში: კარიერში მიწა ჩამოიშალა და შუახნის მამაკაცი მოიყოლა

დაშავებულებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაეწიათ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ პაციენტს ოპერაცია უტარდება და შემდეგ გადაწყდება, დასჭირდება თუ არა დაშავებულს ფეხის ამპუტაცია.

„სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების განცხადებით,  „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებს და მათ ოჯახებს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0