03:35 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
გორის სასამართლ

რვა წლის გოგონას მკვლელობა გორში: იაგო ნებიერიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© Sputnik / Alex Shlamov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (51)
85 0 0

თავად იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ რვა წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რვა წლის გოგონას მკვლელობა გორში - სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება>>>

სკოლის მოსწავლე ნანა ბერიაშვილი, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, 2018 წლის 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 33 წლის იაგო ნებიერიძე მოკლული ბავშვის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ იაგო ნებიერიძე ორივე წარდგენილ ბრალდებაში სცნო დამნაშავედ.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ბრალდებულიც გამოვიდა. მისი თქმით, მკვლელობა მას არ ჩაუდენია და ის მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა სცნონ დამნაშავედ.

გორში რვა წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი გასული წლის ოქტომბერში ბაზართან ახლოს, მისი სახლიდან 50 მეტრში იპოვეს. როგორც მისი ბაბუა აცხადებს, ბავშვს ფეხები, სავარაუდოდ, ლითონის მავთულით ჰქონდა შეკრული, ხოლო თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას და 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (51)

მთავარი თემები