პატრიარქის საქველმოქმედო ფონდი გაქურდეს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. პატრიარქის საქველმოქმედო ფონდი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო-სათვალთვალო კამერები ოფისის მხოლოდ გარე პერიმეტრზე, რუსთაველის გამზირის მხრიდან არის დამონტაჟებული. ფონდს კიდევ ერთი შესასვლელი სადარბაზოს მხრიდან აქვს, საიდანაც, სავარაუდოდ, ოფისში შეღწევა მოხდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
დრო ამოიწურა! – ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს

კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის მთავარი მენეჯერის,  ლაშა ჟვანიას განცხადებით,  პირველადი დათვალიერებით ოფისიდან წაღებული არაფერია და ფონდს მატერიალური ზიანი არ აქვს. ჩამტვრეული მხოლოდ შესასვლელი კარი.

„დილას ოფისის უკანა კარი შეღებული დაგვხვდა. ფურცლები იყო გადმოტრიალებული. ამიტომ გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცამ განახორციელა შეღწევა ოფისში. თუმცა, დაკარგული  ჯერ-ჯერობით არაფერია,“-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს შსს-ის 177 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.  დანაშაული ისჯება სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0