რუსთავში ჯარისკაცებმა ალმოდებული ბინიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს - ვიდეო

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე სამმა ჯარისკაცმა ორი მცირეწლოვანი ხანძრისგან იხსნა, იუწყება საინფორმაციო პორტალი „ინფო რუსთავი".

ინციდენტი კვირას, დღისით მოხდა - ჯარისკაცები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც გზიდან შეამჩნიეს, რომ საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის ერთ-ერთი ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა. ადგილზე მისულებმა კი გაიგეს, რომ ბინაში, სადაც ხანძარი იყო, ბავშვები იმყოფებოდნენ.

მეზობლების თქმით, ბავშვების მამა გარეთ იმყოფებოდა და ბინაში შესვლას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ ჯარისკაცებმა ბავშვების ალმოდებული ბინიდან გამოყვანა შეძლეს.

ძლიერი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს, კლინიკა „რუსთავში" შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0