11:43 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (277)
175 0 0

საქართველოს ორ რეგიონში, ასევე დედაქალაქში ძლიერი სეტყვა იყო

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ყვარლის რაიონში ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ვენახები და ნარგავები, მოგლეჯილია ხეები, რის გამოც საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეფერხდა. ქარმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავიც ახადა.

სეტყვა დაატყდა თავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონსაც. ბაკურიანის მცხოვრებლების თქმით, სტიქია სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილები დააზიანა. სეტყვა იყო ბორჯომშიც, ასევე დედაქალაქშიც, თუმცა ნაკლები ინტენსივობით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე უამინდობა კიდევ ორი დღე გაგრძელდება. ქვეყნის ბევრ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი სეტყვას ელოდებიან.

 

თემები:
უამინდობა საქართველოში (277)

მთავარი თემები