01:49 16 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
სამაშველო ოპერაცია

ლაგოდეხში 16 წლის გოგოს ეძებენ: მოზარდი სავარაუდოდ მდინარემ წაიღო

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (938)
721 0 0

სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგონას ეძებენ, იუწყება პირველი არხი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე გურგენიანის ჩანჩქერზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს სავარაუდოდ ნაპირზე ფეხი დაუცურდა და მდინარე ნინოსხევში გადავარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ.

სამუშაოებს აფერხებს ცუდი ხილვადობა, სწრაფი დინება და რთული მეტეოროლოგიური პირობები. მიუხედავად ამისა, გოგონას ძებნა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ზედაპირული – სახმელეთო დათვალიერებით, ისე – წყალში, აცხადებენ უწყებაში.

„ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგონას პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (938)

მთავარი თემები