05:51 22 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2583
  • 100 RUB4.4507
  • USD2.9354
ხის მასალა

მძღოლმა ხის მორებით დატვირთული მანქანა ხრამში გადააგდო და მიიმალა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (387)
88 0 0

მძღოლის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოცხოში მძღოლმა ხრამში დააგორა სატვირთო ავტომობილი, რომლითაც ხის მორები გადაჰქონდა და ადგილიდან მიიმალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, ავტოსაგზაო შემთხვევამდე სოფელ ფოცხოდან, მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებულ იმ იშვიათი ჯიშის მორების გატანას გეგმავდა, რომელიც პოლიციის მიერ იყო ჩამორთმეული.

„სამართალდამცველებმა შეაჩერეს აღნიშნული ავტომობილი და გამოიძახეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები, რა დროსაც მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ე.ხ.-მ დააგორა მორით დატვირთული ავტომანქანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. სამართალდამცველები ამ დროისთვის ე.ხ.-ს დაკავების მიზნით შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული. მათივე ცნობით, ავტომობილს მართავდა 1989 წელს დაბადებული ე.ხ., რომლის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (387)

მთავარი თემები