შემზარავი ტრაგედია სუფსაში: ავარიას ოთხი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გამოწერა
დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და სამი მგზავრი.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. სუფსაში მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ქართული მასმედია.

შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და სამი მგზავრი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც გამოიწვია 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ყველა ახალი ამბავი
0