07:35 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
საპატრულო პოლიცია

შვიდი თვის შვილი საწოლში გაგუდა და გაიქცა – კასპში 17 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (579)
107720

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შვიდი თვის შვილი 20 მაისს, გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და ცხელ კვალზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამამ გარდაცვლილი ბავშვი მეორე დღეს, დილით იპოვა. ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა ქალმა ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და ისე მიიმალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 111 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დედას 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (579)

მთავარი თემები