„თამამი სელფი გამომიგზავნე": ბათუმში სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Valery Mel'nikov / გადასვლა მედიაბანკშიСтуденты на открытой лекции
Студенты на открытой лекции - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ლექტორი ბათუმის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გავლენიანი წევრია.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რამხელა ჯარიმები დაწესდა საქართველოში სექსუალური შევიწროებისთვის

19 წლის სტუდენტი ლექტორს სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ლექტორი სოციალურ ქსელში გოგონას სწერდა და „თამამი სელფების" გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა. სტუდენტის თქმით, მას აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა და მიმოწერა აქვს.

მასალა, რომელშიც 19 წლის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნდა. პოლიციის გარდა, სტუდენტმა ასევე მიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. საკითხის შესწავლით უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო დაკავდება. რაც შეეხება თავად ლექტორს, იგი უნივერსიტეტში მუნიციპალურ სამართალს ასწავლის, ამასთანავე არის ბათუმის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გავლენიანი წევრი. სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი, რომელიც ამ დროისთვის უცხოეთში იმყოფება, ბრალდებას უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0