რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი გზიდან გადავარდა: მძღოლს ამ დრომდე ვერ პოულობენ

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ტრაილერის მძღოლის კაბინა

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერის მარკის სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ტრაილერის მძღოლის კაბინა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მათი განცხადებით, მძღოლს დაზიანებულ კაბინაში ჯერჯერობით ვერ პოულობენ.

ყველა ახალი ამბავი
0