თბილისში ყალბი 500 ევროიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიევროს კუპიურები
ევროს კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს ათი წლით პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik.  სამართალდამცველებმა თბილისში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1989 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ე.მ.-მ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ორი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა. სამართალდამცველებმა ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ასევე, პოლიციამ, ე.მ.-ის და მისი მეგობრის - ა.ა.-ის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0