პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი დაკითხეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიბადრი პატარკაციშვილი
ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნადირაძემ სხდომაზე დაადასტურა, რომ კუდ-ის  თანამშრომლები მას სისტემატურად უკავშირდებოდნენ და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებზე კონკრეტული ინფორმაციის მიღებას სთხოვდნენ.

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. 52 წლის ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვის სამსახურის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ბესიკ ნადირაძე დაიკითხა.

ნადირაძემ სხდომაზე დაადასტურა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) თანამშრომლები მას სისტემატურად უკავშირდებოდნენ და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებზე კონკრეტული ინფორმაციის მიღებას სთხოვდნენ.

ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
როდის დაიწყება პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმის განხილვა სასამართლოში?

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე არსებული გამოძიების ვერსია  ბრალდების მხარის მოწმემაც დაადასტურა. საქმის პროკურორის განმარტებით, ინფორმაციის შეგროვების მთავრი მიზანი, სწორედ ბიზნესმენის მკვლელობა იყო.

ბესიკ ნადირაძის განცხადებით, 2007 წელს, პატარკაციშვილის ობიექტებზე დასაქმებული დაცვის სამსახურის თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მას დაუკავშირდა პირი, რომელიც გაეცნო, როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი,  რეზო შარიქაძე. მისივე თქმით, შემდეგ გაირკვა, რომ ეს ადამიანი იყო გვარად შიუკაშვილი. მისივე თქმით, ამ პირს აინტერესებდა დასაცავ ობიექტებში არსებული სიტუაცია და დაცვის თანამშრომლების კომპეტენცია.

პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონის მახლობლად, სარეის საგრაფოში, ქალაქ ლეზერჰედში მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა. თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს სკოტლანდ იარდმა მისი სწრაფი სიკვდილი საეჭვოდ მიიჩნია, თუმცა მოგვიანებით მიზეზად გულის იშემიური დაავადება დაასახელა.

ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმის მასალებს ლონდონისგან ორი წელი ელოდება

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმე საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის ოქტომბერში გახსნა. პროკურატურა არ უარყოფს მილიარდერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ ამასთანავე ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაიგეგმა მისი მკვლელობა. აღნიშნულის მტკიცების საფუძველი გახდა 2007 წლის 4 და 5 თებერვლით დათარიღებული აუდიოჩანაწერები, რომელიც პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში სხვა ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის დაკავებისას აღმოაჩინა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამ ყოფილ თანამშრომელს - გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, და ლევან ქარდავას. მერებაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

პასუხგაუცემელი კითხვა: მოკლეს თუ არა ბადრი პატარკაციშვილი >>

შიუკაშვილი ოთხწლიან სასჯელს იხდის პოლიტიკოსების ინტიმური ფარული ჩანაწერების შექმნის საქმეზე. თბილისის სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის ივლისში მიუსაჯა. გარდა ამისა, შიუკაშვილის გვარი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის საქმეში.

რაც შეეხება ლევან ქარდავას, მას სასამართლომ 2006 წელს „ნავთლუღის სპეცოპერაციაში“ მონაწილეობის გამო, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, 2014 წელს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0