06:44 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
140 0 0

მოსწავლეებს გამონაყარი, ქავილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ტყიბულის N1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მოსწავლეები საავადმყოფოში, სავარაუდოდ, დაუდგენელი ალერგიის დიაგნოზით გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, მათ გამონაყარი, ქავილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ.

ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმე არაა. 14 მოსწავლე საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ორი კი ამ დრომდე გადასხმაზე დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ისინი კლინიკას უახლოეს საათებში დატოვებენ.

 

მთავარი თემები